ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ირგვლივ


სამეფო ოჯახი ფრანგული გამომცემლობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ფრანგული გამომცემლობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

ჟურნალმა "Closer" გამოაქვეყნა უფლისწულ უილიამის მეუღლის, ქეით მიდელტონის ფოტოსურათები, სადაც ის საფრანგეთში, კერძო სახლში, მზის აბაზანებს იღებდა. ქეით მიდელტონი ამ დროს წელს ზევით შიშველი იყო.

სამეფო წყვილმა შეშფოთება გამოხატა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მათი თქმით, ეს იყო პირად ცხოვრებაში ჩარევის ყველანაირად გაუმართლებელი და აღმაშფოთებელი მცდელობა. ჟურნალის აღმასრულებელმა რედაქტორმა, ლორენს პიომ, საინფორმაციო სააგენტო „როიტერს" განუცხადა, რომ რეაქცია სამეფო ოჯახის მხრიდან გადამეტებული იყო.

XS
SM
MD
LG