ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა აშშ-ის 250 მილიონიან სამხედრო დახმარებას მიიღებს


უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. თანხის მიწოდება შარშან შეჩერდა და პრეზიდენტ ტრამპის საიმპიჩმენტო მოსმენის ერთერთი მთავარი საკითხი იყო.

აღნიშნული დახმარება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის ფარგლებში გამოიყო. პენტაგონის განცხადებით, ეს თანხა მოხმარდება უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნას, აღჭურვილობას და რჩევებს, რომელიც ქვეყანას მოხმარდება რუსეთის აგრესიისგან უფრო ეფექტურად დასაცავად.

აღსანიშნავია, რომ პენტაგონი უკრაინას უწოდებს რუსეთთან სტრატეგიული მეტოქეობის პირველ ხაზზე მყოფ უმნიშვნელოვანეს პარტნიორს, და ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG