ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისი: ამერიკა ნატოს ერთგული რჩება


„ამერიკა ნატოს ერთგული რჩება“ - ეს განცხადება ამეირკის თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა გერმანიაში, „მარშალის გეგმის“ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. თავდაცვის მდივნის მხრიდან ეს არაა ამ ტიპის პირველი განცხადება მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გააკრიტიკა ნატო და მას „მოძველებული’ ორგანიზაციაც უწოდა.

ამერიკის პრეზიდენტი ნატოს წევრ ქვეყნებს განსაკუთრებით იმის გამო საყვედურობდა, რომ ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში მათი წვლილი არასკამარისი და არათანაბარი იყო.

ამავე ღონისძიებაზე გერმანიის თავდაცვის მდივანი ურსულა ვონ დერ ლიენმა ასევე გაუსვა ხაზი ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ გერმანია ერთგულად ასრულებს თავის ავლდებულებებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა და ყოველწლიურად თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ს უსაფრთხოების გაძლიერებაზე ხარჯავს.

„ჩვენ, როგორც პარტნიორებმა თანაბრად უნდა ვიტვირთოთ ალიანსის წინაშე პასუხისმგებლობები. რაც ნიშნავს, რომ ჩვენც, გერმანელებმა, მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მან.

გასულ თვეში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრიდან მალევე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი გერმანიას ალიანსის წინაშე არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

ამავე ცერემონიაზე ჯიმ მატისმა რუსეთის პრეზიდენტი "საერთაშორისო მავნებლობაში“ დაადანაშაულა:

მატისის თქმით, ლიდერი, რომელიც „მავნებლობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვერც თავის ხალხს მოუტანს კეთილდღეობასა და უკეთეს მომავალს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG