ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პუერტო რიკოში რესპუბლიკური პარტიის მორიგი პრაიმერი ტარდება. ამ კუნძულის მაცხოვრებლებს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ გააჩნიათ, თუმცა შეუძლიათ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევაში მიიღონ მონაწილეობა და ყრილობაზე 20 დელეგატი გააგზავნონ.

რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო მარათონის ლიდერები, პენსილვანიის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი და რიკ სანტორუმი არჩევნების წინ ცოთა ხნით ჩავიდნენ პუერტო რიკოში.

რიკ სანტორუმმა პუერტი რიკოელებს ინგლისურის ოფიციალურ ენად გამოცხადებისკენ მოუწოდა, თუ მათ 51-ე შტატის სტატუსის მიღება სურთ. ამან პატარა სკანდალი გამოიწვია, რითიც ისარგებლა მიტ რომნიმ და კუნძულის მაცხოვრებლებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მხარდაჭერა აღუთქვა.

XS
SM
MD
LG