ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კანდიდატები ვეტერანებს მიმართავენ


იმ დროს, როცა ორივე კანდიდატმა თავის სიტყვაში ვეტერანებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, ორი წარმოთქმული სიტყვის ტონი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებოდა.

ტრამპმა ყურადღება ამერიკის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში არსებულ, სისტემური პრობლემების გადაჭრაზე გაამახვილა. მან კლინტონი ელექტრონული ფოსტის პირადი სერვერის გამოყენების და იმ გეგმის გამო გააკრიტიკა, რომელიც შეერთებულ შტატებში სირიელი ლტოლვილების რაოდენობის 550 პროცენტით გაზრდას გულისხმობს.

კლინტონი, რომელმაც იგივე აუდიტორიასთან წინა დღით ისაუბრა, თავის სიტყვაში ტრამპს ხშირად ესხმოდა თავს, თუმცა სახელით მხოლოდ ერთხელ მოიხსენია, როცა უკანონო იმიგრაციაზე და ამერიკის შეიარაღებულ ძალებზე მისი ადრინდელი კომენტარები გაიხსენა.

XS
SM
MD
LG