ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადგილობრივი არჩევნები შეერთებულ შტატებში


ვირჯინიას დემოკრატი გუბერნატორი ეყოლება, ნიუ ჯერსის შტატში კი რესპუბლიკელმა გაიმარჯვა

შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ვირჯინიის გუბერნატორი დემოკრატი ტერი მაკოლიფი გახდა. ნიუ ჯერსის შტატში კი გუბერნატორის პოსტი რესპუბლიკელმა კრის კრისტიმ შეინარჩუნა. მისი ფართოსპექტრიანი, ორპარტიული პოლიტიკური მიდგომა ამყარებს სპეკულაციებს იმის თაობაზე, რომ კრისტი 2016 წელს რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება.

ნიუ იორკის მერი დემოკრატიული პარტიის წევრი ბილ დე ბლასიო გახდა. ქალაქს დემოკრატი მერი 1989 წლის შემდეგ, 24 წელიწადია არ ჰყოლია. ბილ დე ბლასიო პოსტზე მილიარდელ მაიკლ ბლუმბერგს შეცვლის, რომელიც თავიდან დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, შემდეგ კი რესპუბლიკელთა რიგებს შეუერთდა. არჩევნები გაიმართა ატლანტაში, ბოსტონში, დეტროიტში, ჰიუსტონში და მაიამიში. ამომრჩევლებმა პასუხი ბევრ სხვა სარეფერენდუმო, თუ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ დასმულ კითხვებსაც გასცეს.
XS
SM
MD
LG