ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო კანდიდატები საზეიმო ვახშამს დაესწრებიან


ვახშამი ნიუ იორკის ყოფილი დემოკრატიული გუბერნატორის - ალ სმითის საპატივსაცემოდ იმართება

საპრეზიდენტო დებატებიდან ორი დღის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მეტოქე მიტ რომნი ხუთშაბათის საღამოს შედარებით მშვიდ და სასიამოვნო ვითარებაში გაატარებენ.

კანდიდატები დღეს ნიუ იორკში იქნებიან, სადაც კათოლიკური ეკლესიის მიწვევით ფეშენებელურ სასტუმროში - „ვალდორფ ასტორიაში" საზეიმო ვახშამს დაესწრებიან.

ვახშამი ნიუ იორკის ყოფილი დემოკრატიული გუბერნატორის - ალ სმითის საპატივსაცემოდ იმართება.

სმითი 1928 წელს პირველი დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, რომელიც ასევე კათოლიკური აღმსარებლობის პირველ საპრეზიდენტო კანდიდატს წარმოადგენდა.

სამშაბათს, გაცხარებული საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, დღეს კანდიდატები იუმორით აღსავსე სიტყვებით გამოვლენ დამსწრე აუდიტორიის წინაშე.
XS
SM
MD
LG