ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის პრაიმერის მნიშვნელობა


მიტ რომნი ტეხასში ამ წუთებში მიმდინარე პრაიმერიზე, სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტიის ნომინაციას გაინაღდებს. ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე შტატს 150 დელეგატი ჰყავს, ბევრად მეტი ვიდრე რომნის ესაჭირობა. მის აქტივში ამჟამად 1 084 დელეგატის ხმაა. რესპუბლიკელთა გარანტირებული ნომინაციის მოპოვებისთვის კი, კანდიდატს სულ 1 444 ხმის მოპოვება სჭირდება.

ტეხასის პრაიმერებით რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით სავსე წინასაპრეზიდენტო კამპანია სრულდება. რომნი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაწინაურდა, როდესაც დელეგატთა ხმების რაოდენობით რიკ სანტორუმს და ნიუტ გინგრიჩს მნიშვნელოვნად გაუსწრო. დღეისათვის, მისი რეიტინგი დემოკრატთა კანდიდატის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას რეიტინგს თითქმის უტოლდება.

XS
SM
MD
LG