ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი კანდიდატები დებატებისთვის ემზადებიან


რესპუბლიკელი კანდიდატები დებატებისთვის ემზადებიან
რესპუბლიკელი კანდიდატები დებატებისთვის ემზადებიან

პრეზიდენტობის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები პირველი საჯარო დებატებისთვის ემზადებიან. ისინი დღეს საღამოს კალიფორნიაში რონალდ რეიგანის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში იკრიბებიან.

ტეხასელი გუბრნატორი, რიკ პერი, დებატების ეროვნულ სცენაზე პირველად წარსდგება. მან სამხრეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანია სასწრაფოდ შეწყვიტა და ტყის მასივებში გაჩენილი დიდი ხანძრის გამო მშობლიურ შტატ -ტეხასში- დაბრუნდა. ასოშაიტედ პრესის განცხადებით ხანძრების გამო პერის დებატებში მონაწილეობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

გამოკითხვებით მეორე ადგილზე მასაჩუსეტის შტატის ყოფილი გუბერნატორი -მიტ რომნი- იმყოფება. მინესოტელი კონგრესმენი, ქალბატონი ბაქმანი კი მესამე ადგილს ინარჩუნებს.

ბარაქ ობამას რეიტინგი მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. სპეციალისტების განცხადებით ობამას ხელახალი არჩევის შანსი დიდად იქნება დამოკიდებული ეკონომიკური რეფორმის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პაკეტზე.

XS
SM
MD
LG