ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრაიმერების მორიგი რაუნდი


რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო კანდიდატი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიტ რომნი ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს იმაში, რომ ის უკეთესად გაუძღვება ამერიკას, ვიდრე ბარაკ ობამა.

დღეს პრაიმერების მორიგი რაუნდი ხუთ შტატში ტარდება. ექსპერტების პროგნოზით, რომნი ხუთივე შტატში გაიმარჯვებს.

პრაიმერების განმავლობაში რომნი ნიუ ჰემპშირის შტატში გამართავს ამომრჩეველთან შეხვედრებს. ეს შტატი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საარჩევნო ფრონტადაა მიჩნეული.

რომნი აქამდე სხვა რესპუბლიკელი კანდიდატების კრიტიკით იყო დაკავებული, ახლა კი პრეზიდენტი ობამას პოლიტიკის შეფასებებს აკეთებს. ამ ეტაპზე რომნი ობამას ჯანდაცვის სისტემის რეფორმას და ენერგო-პოლიტიკას აკრიტიკებს.

XS
SM
MD
LG