ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-პოლენეთის ხელშეკრულება რაკეტსაწინაღო სისტემებზე


ორი წლის წინათ პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ევროპაში ახალი რაკეტსაწინაღო სისტემის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება. ამ სისტემის დანიშნულება ბალისტიკური რაკეტებისგან ნატოს ქვეყნების დაცვაა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით თანამედროვე ბალისტიკური რაკეტები უფრო მეტი სიზუსტით და დამანგრეველი ძალით გამოირჩევიან, რაც საფრთხეს უქმნის ევროპის და შეერთებული შტატების მოსახლეობას.

2009 წლის 17 სექტემბერს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ევროპაში ახალი თავდაცვის სისტემების შექმნა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს პროგრამა ადრინდელ სისტემებს ბევრად აღემატება და შორი რადიუსის მოქმედების ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ არის მიმართული. ახალი თავდაცვის სისტემა ამერიკასთან ერთად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების დაცვასაც ისახავს მიზნად.

2009 წლის ოქტომბერში პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც თანხმობა განაცხადა საკუთარ ტერიტორიაზე განეთავსებინა ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. პოლონეთმა ამ ხელშეკრულებას 2010 წლის ივლისში მოაწერა ხელი. ახლა როდესაც პოლონეთმა ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, აღნიშნული თავდაცვის სისტემის დამონტაჟება 2011 წლის 15 სექტემბრიდან დაიწყება.

ეს სისტემები ადრე შეერთებული შტატების სამხედრო გემებზე იყო დამონტაჟებული. მათი მოვალეობაა ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა და განადგურება, სანამ ისინი სამიზნემდე მიაღწევდნენ.

ამერიკული თავდაცვის სისტემის დამონტაჟება პოლონეთში რედზიკოვოს სამხედრო ბაზაზე 2018 წელს დასრულდება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატოს რაკეტსაწინაღო თავდაცვას.

XS
SM
MD
LG