ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ელჩები ისრაელსა და პალესტინურ ტერიტორიებს სტუმრობენ


ამერიკელი ელჩები ისრაელსა და პალესტინურ ტერიტორიებს სტუმრობენ
ამერიკელი ელჩები ისრაელსა და პალესტინურ ტერიტორიებს სტუმრობენ

სექტემბერში დაგეგმილი გაეროს გენერალური ასამბლეის დაწყებამდე, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკელი ელჩები ისრაელსა და პალესტინურ ტერიტორიებს სტუმრობენ.

თეთრი სახლის სპეციალური რწმუნებული დენის როსი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკის ადმინისტრაციის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დევიდ ჰეილი შეეცდებიან პალესტინელებს უარი ათქმერვინონ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე პალესტინური სახელმწიფოს აღიარების მოთხოვნაზე. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი პალესტინელთა ამ გეგმას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ რა, რომ ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმა კონტრპროდუქტიულია და რომ ერთადერთი გზა პელსტინის სახელმწიფოს შესაქმნელად მოლაპარაკებებია.

ნათანიაჰუ: „მე პრეზიდენტ აბასს მოვუწოდებ ახლავე, წინაპირობების გარეშე განაახლოს პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები.“

ცნობილია, რომ მაჰმუდ აბასი უარს აცხადებს მოლაპარაკებების მაგიდას მიუბრუნდეს სანამ ისრაელი მთლიანად არ გაყინავს სამოსახლოების მშენებლობას მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში. აბასი, ამასთან დასძენს, რომ მოლაპარაკებების ფორმატს მხარს უჭერს თუმცა ისრაელის პოლიტიკა მის ქვეყანას გაეროში განხილვას აიძულებს.

XS
SM
MD
LG