გავრცელებული ინფრომაციით, ჩინელ ინჟინრებს მიეცათ იმ ამერიკული ვერტმფრენთან დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ბინ ლადენის განადგურების ოპერაციის დროს ჩამოვარდა. ამერიკელი ოფიცალური პირების ცნობით, პაკისტანის დაზვერვამ ინჟინრებს ვერტმფრენის ფოტოგადაღების საშუალება მისცა. ვერტმფრენი შეიცავს სოციალური ტექნოლოგიებს, რომელიც რადარს დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს. ამერიკის სპეციალური ძალები შეეცადნენ ჩამოვარდნილი ვერტმფრენის განადგურებას, თუმცა კუდის ნაწილი მაინც ხელუხლებელი დარჩა. პაკისტანმა, რომელსაც ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, პეკინის წარმომადგენლებს ვერტმფრენის გადაღების საშუალება მისცა. ეს ინფორმაცია გაზეთებმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ და „ფაინანშალ თაიმსმა“ ანონიმი ამერიკელი ოფიციალური პირის სიტყვებზე დაყრდნობით გაავრცელეს.
ჩინელებმა ამერიკულ ვერტმფრენს ფოტოები გადაუღეს

პოპულარული
1