ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2015 წელს, აშშ-ის სტუმართა ერთმა პროცენტმა სავიზო წესები დაარღვია


შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, გასულ წელს ვიზიტორთა ერთი პროცენტი, რომელიც ქვეყანაში საჰაერო და საზღვაო გზით შემოვიდა, ვიზის ამოწურვის შემდეგ ქვეყნიდან არ გავიდა.

დეპარტამენტის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 45 მილიონი ვიზიტორიდან, ზოგიერთს ქვეყანა 30 სექტემბრამდე უნდა დაეტოვებინა. დეპარტამენტი ადასტურებს, რომ 416,500 მათგანი ქვეყნიდან არ გავიდა, 66,500-მა კი ქვეყანა ვიზის ვადის ამოწურვისთანავე არ დატოვა, თუმცა მოგვიანებით მაინც გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG