ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხალი ნავთობის გაჟონვის შეჩერებას ხელს უშლის


მექსიკის ყურეშიტროპიკული ქარიშხალი მძვინვარებს და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ხელს უშლის.

ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მექსიკის ყურეში ტროპიკული ქარიშხლების გამო ყურეში ნავთობის ჩაღვრის შესაჩერებლად მიმდინარე სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს.

ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარიშხალი ბონი ჩრდილო-დასავლეთით ლუიზიანას სანაპიროსკენ მიემართება.

ბონის გამო ბრიტიშ პეტროლიუმმა დაზიანებული ჭაბურღილის შესაკეთებლად მიმდინარე სამუშაოები დროებით შეაჩერა. თუმცა, ბონიმ ტროპიკული ქარიშხლის ძალას ვერ მიაღწია და სამხრეთ ფლორიდის სანაპიროებთან შესუსტება დაიწყო.

ბრიტიშ პეტროლიუმის სარემონტო ჯგუფებმა სანაპირო ზოლებებზე გაჟონილი ნავთობის შემწოვი ტივტივები გაამაგრეს სანაპიროების ნავთობით დაბინძურების შესამცირებლად.

XS
SM
MD
LG