ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ავღანეთში დარჩენის ვარიანტებს განიხილავს


ამერიკელი მაღალჩინოსნები და კანონმდებლები ავღანეთში 2014 წლის შემდეგ ამერიკული ჯარის ნაწილის დარჩენას განიხილავენ

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:27 0:00
ბმული

ობამას ხელისუფლების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ გაზვიადებულია შესაძლებლობა ავღანეთიდან ჯარების სრულად გამოყვანის შესახებ, და რომ მომავალი წლის ბოლოს, შეიარაღებული ძალების მცირე მოცულობის ადგილზე დატოვების ვარიანტი განიხილება, თუკი ამ საკითხზე მოლაპარაკებების დროს შეთანხმება მოხდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტის მაიკლ ბომენის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ამ თემაზე ხუთშაბათს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე საუბრობდნენ.

რა შედეგი მოიტანა ამერიკის თორმეტწლიანმა მონაწილეობამ ავღანეთის ოპერაციაში? საკმაოდ დიდი, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთში ჯეიმს დობინსი საკომიტეტო მოსმენაზე საუბრობდა.

ჯეიმს დობინსი: სიცოცხლის ხანგრძლივობა 44 წლიდან 60-მდე გაიზარდა. ავღანეთს მსოფლიოში განათლების კუთხით ყველაზე დიდი ჩავარდნა ჰქონდა, სავარაუდოდ 15%, ახლა ის 33% გახდა განვითარების დონით. არსებობდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო ტელევიზია, ახლა 75-ია და ყველა თითქმის დამოუკიდებელი არხი. იყო 40 ათასი ტელეფონი, ახლა 18 მილიონია. ფიჭური სატელეფონო დაფარვის ზონა საერთოდ ნულს უტოლდებოდა. ახლა 90%-ს შეადგენს. ეს საკმაოდ მნიშნველოვანი შედეგებია.

შეერთებული შტატების და ნატოს ძალისხმევა ავღანური სპეცსამსახურების მომზადების კუთხითაც საკმაოდ წარმატებულად ითვლება. ამის შესახებ შეხვედრაზე პენტაგონის მაღალჩინოსანი აზიის უსაფრთხოების საკითხებში პიტერ ლეოი საუბრობდა.

პიტერ ლეოი: ეს ავღანური ძალები წამყვან საბრძოლო ოპერაციებს ატარებენ ქვეყანაში. მძიმე ბრძოლების მიუხედავად, ბოლო წლებში ავღანელები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. თალიბანი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ავღანურ ჯარს ბრძოლებში ვერ დაამარცხებენ.

როგორ შეძლებენ ავღანური ძალები საკუთარი თავის იმედად ბრძოლას მომავალში - ეს კითხვა ღიად რჩება. მომავლი წლის ბოლოსთვის შეერთებული შტატები აპირებს, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარი სრულად გამოიყვანოს. ამ დროისთვის ბარაკ ობამამ და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შეთანხმებას ვერ მიაღწის 2014 წლის შემდეგ რეგიონში ამერიკული ჯარის ნაწილის დატოვების შესახებ. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში, ეგრეთწოდებულ „ნულოვან ვარიანტსაც“ არ გამორიცხავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ავღანეთში არცერთი უცხო ქვეყნის ჯარისკაცი აღარ დარჩება, თუმცა ჯეიმს დობინსი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მალე არ გადაწყდება.

ჯეიმს დობინსი: შეთანხმების გარეშე ამერიკელები ავღანეთში ვერ დარჩებიან. თუმცა ისინი არ თვლიან, რომ ეს შეიძლება ამ მოლაპარაკებების შედეგი იყოს. ავღანელებს უდავოდ სჭირდებათ ამერიკელების რეგიონში დარჩენა. უმრავლესობის აზრი ასეთია, ჩვენც დავპირდით რომ დავრჩებით.

რამდენიმე კანონმდებელმა გამოხატა იმედგაცრუება, რომ ობამას განცხადებებიდან ავღანეთის მომავალთან დაკავშირებით ნაკლები სიცხადეა. რესპუბლიკელმა სენატორმა ბობ კორკერმა კარზაის რამდენიმე ცნობილ შეხედულებას და მოლაპარაკების დროს გამოთქმულ პოზიციას „შეშლილი“ გამონათქვამები უწოდა. კორკერი ამბობს, რომ ავღანეთს მომავალ წელს ახალი ლიდერი ეყოლება.

ბობ კორკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, რომ კარზაის შემცვლელს უფრო მიაქციოს ყურადღება. კარზაი მომავალი წლის აპრილში უკვე წასული იქნება პოსტიდან. უნდა გაითვალისწინონ ამერიკის ეროვნული ინტერესები და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომ სიტუაცია ცხადი გახდეს.

დემოკრატმა სენატორმა რობერტ მენენდესმა დამარცვლა, თუ რას მიიჩნევს ის მთავარ მომენტად.

რობერტ მენენდესი: შეერთებულმა შტატებმა უნდა მკაფიოდ გამოხატოს ის, რომ აპირებს ავღანეთთან გრძელვადიან პარტნიორობას.

მან ასევე დაამატა, რომ განხორციელდება თუ არა ეს პრეზიდენტ კარზაის გადასაწყვეტია.
XS
SM
MD
LG