ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას რეიტინგის ვარდნა


შეერთებულ შტატებში ახალი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ქვეყნის წინამძღოლობა არ შეუძლია. საზოგადოებრივი აზრის კვლევა „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ეიბისი ნიუსმა“ ჩაატარეს. საზოგადოება კრიტიკულად აფასებს ბატონი ობამას სამხედრო აქციებს საზღვარგარეთ, უმუშევრობის პრობლემას, დასუსტებულ საფონდო და უძრავი ქონების ბირჟებს და მექსიკის ყურეში ეკოლოგიურ კატასტროფას. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 43 პროცენტი, დემოკრატების ჩათვლით, დადებითად აფასებს ბარაკ ობამას მცდელობას ეკონიმიკურ კრიზისთან ბრძოლის საქმეში.

XS
SM
MD
LG