შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავის საარჩევნო კამპანიას ოჰაიოს შტატიდან იწყებს, სადაც მას ეკონომიკური კურსის დაცვა მწვავე კრიტიკისაგან მოუწვეს.
ბატონი ობამა თავის პირველ საარჩევნო კამპანიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მან დღეს ერთ-ერთ საშუალო სკოლაში სიტყვაც წარმოთქვა:
„თქვენ, ჩემო მეგობრებო, ყოველ დღე დიდ სტიმულს მაძლევთ. მე მინდა შევახსენო საკუთარ თავსაც და თითოეულ ჩვენთაგანსაც რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელია. საბოლოო წარმატების მისაღწევად კი ერთად ყოფნაა საჭირო. “- აღნიშნა ბატონმა ობამამ.
თეთრი სახლის ინფორმაციით პრეზიდენტი ობამა ამომრჩეველებთან შეხვედრის დროს ამერიკის ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილებს ყურადღებას.