ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაშია


1980-იანი წლების შემდეგ პირველად, აშშ-ის ბირთვული ბალისტიკური რაკეტის წყალქვეშა ნავი (SSBN), სამხრეთ კორეას ეწვია. სამშაბათს, მოკავშირეებმა დაიწყეს მოლაპარაკებები, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული ომის შემთხვევაში, კოორდინირებულ რეაგირებას ეხება.

თეთრი სახლის ინდო-წყნარი ოკეანის კოორდინატორმა, კურტ კემპბელმა ეს იშვიათი ვიზიტი დაადასტურა. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ აპრილში, ვაშინგტონში გამართული აშშ-ისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების სამიტის შემდეგ მიღებული ერთობლივი დეკლარაციის გათვალისწინებით, ეს მოსალოდნელი იყო.

„ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი ბუსანის პორტში შედის. ათწლეულების განმავლობაში, ეს ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავის პირველი ვიზიტია“ - განუცხადა კემპბელმა ჟურნალისტებს, სეულში გამართულ ბრიფინგზე. თეთრი სახლის წარმომადგენელი, სამხრეთ კორეელ ოფიციალურ პირებთან ერთად, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის (NCG) პირველ შეხვედრას დაესწრო.

ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის მიზანი, ჩრდილოეთ კორეასთან ომის შემთხვევაში, მოკავშირეების უკეთესად კოორდინირებული ბირთვული პასუხის უზრუნველყოფაა.

ჩრდილოეთ კორეამ, ორშაბათს ჯგუფის საქმიანობა, „ატომური იარაღის გამოყენების ღიად განხილვისთვის“ დაგმო. თავად ფხენიანმა, გასულ კვირაში, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.

თეთრი სახლის წარმომადგენელს, არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი ამერიკული წყალქვეშა ნავი ეწვია სამხრეთ კორეას. თუმცა, თქვა, რომ ეს სამხრეთ კორეის თავდაცვისადმი, ამერიკის ერთგულების დემონსტრირებაა.

მოგვიანებით, ამერიკული წყალქვეშა ნავის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ. უწყებამ, ასევე დაასახელა ამერიკული წყალქვეშა ნავი, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩავიდა - USS Kentucky.

რუსეთის ბირთვული რიტორიკა - საფრთხეები და ნატოს პასუხი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:56 0:00
XS
SM
MD
LG