ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციის ძალადობის დასაგმობად ამერიკის ორ შტატში დემონსტრაციები გაიმართა


შეერთებული შტატების ორ შტატში - მინესოტასა და ილიონოისში - საპროტესტო დემონსტრაციებისთვის ემზადებოდნენ, რომლებიც იმ ფორმით არ განხორციელდა, რის მოლოდინიც პოლიციას ჰქონდა. მშვიდობიანი პროტესტები მინეაპოლისის გარეუბანში და ჩიკაგოში გაიმართა, სადაც ადამიანები პოლიციიის მიერ შავკანიანი მამაკაცების მოკვლის ფაქტს აპროტესტებდნენ.

მინესოტის გარეუბანში მდებარე პატარა ქალაქ ბრუკლინ ცენტრის მომიტინგეები პოლიციის განყოფილების წინ შეიკრიბნენ. განყოფილების ერთ-ერთმა თანამშრომელმა 20 წლის დანტე ურაიტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მოკლა. ურაიტი შერეული რასის იყო და მას ერთი წლის შვილი დარჩა.

კიმ პოტერმა, თეთრკანიანმა ქალმა პოლიციელმა თქვა, რომ ურაიტს შეცდომით პისტოლეტიდან ესროლა. სინამდვილეში, მას მხოლოდ ტეიზერის გამოყენება უნდოდა. პოტერს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდება აქვს წაყენებული, აქციის მონაწილეები მისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვენ.

ასევე, დემონსტრაცია გაიმართა ჩიკაგოშიც, სადაც პოლიციამ ოფიცრის სამკერდე კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა. მარტში გადაღებულ ვიდეოზე ჩანს ოფიცრის მიერ ადამ ტოლედოს მიმართულებით გასროლა. 13 წლის ტოლედო მიღებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მომიტინგეები ჩიკაგოს პოლიციის სათაო ოფისთან შეიკრიბნენ. სამართალდამცავები ელოდებოდნენ, რომ დემონსტრაციები ძალადობაში გადაიზრდებოდა, რაც არ მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG