ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი და მეხიკო პრობლემების მოგვარებას ცდილობენ


აშშ-მექსიკის საზღვარი
აშშ-მექსიკის საზღვარი

დღეს ვაშინგტონში შეერთებულ შტატებს და მექსიკის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დაიწყო. დელეგაციებს ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი უილბერ როსი და მექსიკის ეკონომიკის მინისტრი გრასელა მარკესი ხელმძღვანელობენ.

შეხვედრის მიზანია მოგვარდეს ამერიკა-მექსიკის საზღვარზე შექმნილი პრობლემები, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან წამოსული ჭარბი ემიგრაციის გამო შეიქმნა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ თუ მეხიკო არ შეუშლის ხელს ამერიკის საზღვარზე სამხრეთ ამერიკელი ემიგრანტების მოზღვავებას, ვაშინგტონი მექსიკას იმპორტირებულ საქონელზე ტარიფს დაუწესებს.

"ყველა მექსიკიდან მოდის, ნარკოტიკების და ტრეფიკინგის ჩათვლით... ჩვენ ამას შევაჩერებთ, ან შევწყვეტთ საქმიან ურთიერთობას და ამით დავამთავრებთ, ეს ძალიან იოლია" - უთხრა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა ტრამპმა კვირას, ბრიტანეთში გამგზავრებამდე.

ტრამპის მუქარა გასულ კვირას გავრცელდა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ მექსიკას, რომელიც ახლა სავაჭრო შეღავათებით სარგებლობს, 10 ივნისიდან 5%-იან ტარიფს დაუწესებს. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ტარიფი ყოველ თვეში გაიზრდება და 1 ოქტომბერს 25%-ს მიაღწევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG