ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხსოვნის დღე


პრეზიდენტი ობამა დაღუპული მეომრების ხსოვნას მიაგებს პატივს

დღეს შეერთებულ შტატებში ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს ამერიკელები ომებში დაღუპულ თანამოქალაქეებს მიაგებენ პატივს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამერიკელი ვეტერანების აღლუმები იმართება. პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ვიეტნამის ომში დაღუპულთა მემორიალთან ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას მიაგებს პატივს.

პრეზიდენტი ასევე ეწვევა არლინგტონის სასაფლაოს, სადაც 260 ათასი ამერიკელი სამხედროს საფლავია. პრეზიდენტის განცხადებით, ეს დღე ეძღვნება ყველას, ვინც მოვალეობის შესრულებისთვის მსხვერპლი გაიღო.

XS
SM
MD
LG