ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიცია: "ჩვენმა საჰაერო თავდასხმებმა 801 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა"


ამერიკის ლიდერობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებაზე მიტანილმა მისმა საჰაერო იერიშებმა სირიასა და ერაყში 2014 წლის ბოლოდან დღემდე 801 სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოქტომბერში კოალიციამ განაცხადა, რომ ის სერიოზულად ეკიდება იმ საკითხს, რომ თავდასხმებმა შესაძლოა არაგანზრახული ზიანი და სიკვდილი გამოიწვია და ყველა ასეთ საეჭვო შემთხვევას ყურადღებით გამოიძიებდა. მათ შორის იყო 64 შემთხვევა, როცა შესაძლოა სამოქალაქო მსხვერპლი არსებობდა, თუმცა მათგან სარწმუნოდ მხოლოდ 5 იქნა აღიარებული, რომელთა შედეგადაც 15 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ოქტომბერში კოალიციის განცხადების თანახმად, 695 ასეთი შემთხვევა კვლავ გამოძიების პროცესში იყო.

გარე სადამკვირვებლო ჯგუფები კი ამ ციფრებს სარწმუნოდ არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ 2014 წლის აგვისტოში ერაყში და ერთი თვის შემდეგ სირიაში დაწყებული საჰაერო თავდასხმების შედეგად ბევრად იმაზე ემტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ამას კოალიცია აღიარებს. ჯგუფ „საჰაერო ომების“ გათვლებით, ოქტომბრის ბოლოსთვის სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა 5 961 ადამიანი იყო (1,504 ერაყსა და 3,487 სირიაში) და მათი თქმით, შესაძლოა ეს მონაცემი 9 ათასსაც კი აღწევდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG