ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამხედრო დახმარება რისკს შეიცავს


სირიის ომს ასი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან რვა ათასი ბავშვია

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:01:58 0:00
ბმული

ცოტა ხნის წინ ობამას ადმინისტრაციამ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლი სირიელი მეამბოხეებისთვის დახმარების გაზრდის შესახებ განაცხადა. დახმარებაში შეზღუდული სამხედრო მხარდაჭერაც შედის. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ თუ რატომ გამოდიან ამერიკელი კანონმდებლები მეამბოხეებისთვის მოსალოდნელი დახმარების მასშტაბის გაზრდის წინააღმდეგ.

რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი დიდი ხანია სირიის ოპოზიციის მხარდაჭერას ითხოვს. ის ასევე სირიის მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით სირიის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების გადაწყვეტილებასაც უჭერდა მხარს. მსგავსი მოწოდებით მაკენი „ფოქს ნიუსი“ საკვირაო გადაცემაში გუშინ გამოვიდა.

ჯონ მაკკეინი: სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ- ასადს სწორედ საჰაერო ძალები აძლევს განუზომელ უპირატესობას. სირიის ომს ასი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან რვა ათასი ბავშვია. ხოცვა-ჟლეტა გრძელდება, ისინი ამერიკის ხელმძღვანელობის დახმარებას ითხოვენ.

ამერიკელი კანონმდებლები თანხმდებიან იმაში, რომ ბაშარ ალ-ასადი თანამდებობიდან უნდა წავიდეს. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა ფრთხილი პოზიცია გამოხატა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს პოსტ-ასადისეულ სირიის ხელისუფლებას. დემოკრატი სენატორი ჩარლზ შუმერი აცხადებს, რომ თეთრი სახლი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამერიკის მიერ სირიისთვის გაწეულ დახმარებას, რადგან არსებობს საშიშროება რომ ის ექსტრემისტების ხელში აღმოჩნდეს.

ჩარლზ შუმერი: სირიაში უამრავი დაჯგუფება მოქმედებს. ზოგიერთი დემოკრატიული, ზოგი კი სუნიტი დაჯგუფებაა, რომლებიც ალავიტებისგან იყვნენ შევიწროვებულნი. ზოგიერთი მართლა ცუდი გაერთიანებაა, მაგალითად ალ-ნუსრას დაჯგუფება, რომელიც ალყაიდას განშტოებას წარმოადგენს. ასე რომ შეშფოთების ბევრი მიზეზი არსებობს. ძალიან რთული სიტუაციაა, - აცხადებს შუმერი.

ამ თემაზე გუშინ „ფოქს ნიუსის“ ეთერში შუმერმაც ისაუბრა. მან „ ნიუ- იორკ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გააჟღერა, რომლის თანახმად, ყატარმა სირიელ მეამბოხეებს საიდუმლოდ გადასცა საზენიტო დანადგარები. ამ ნაბიჯით ყატარმა ამერიკის შეშფოთება არ გაითვალისწინა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ტიპის იარაღით ისლამისტმა სამხედროებმა შესაძლოა კომერციული ავიალაინერები ჩამოაგდონ.
XS
SM
MD
LG