ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა დღეს შრომის დღეს აღნიშნავს


ამერიკის შეერთებული შტატები სექტემბრის პირველ ორშაბათს შრომის დღეს აღნიშნავს. ეს ფედერალური დასვენების დღეა, რომელიც მუშებს და ქვეყნის განვითარებაში მათ მიერ შეტანილ წვლილს ეძღვნება. ამ დღის აღნიშვნა ამერიკაში 1894 წელს დაიწყეს პროფკავშირების მოთხოვნის შედეგად.

უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე ტექნოლოგიური პროგრესის და გლობალიზაციის გათვალისწინებით, ამერიკაში პროფკავშირების წევრთა რაოდენობა მცირდება. თუმცა, სამუშაო პირობები და სამსახურებრივი შეღავათები ჯერ კიდევ დებატების საგანს წარმოადგენს. პროფკავშირების წევრები ახლა არა ქარხნის მუშები, არამედ ოფისების თანამშრომლები არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG