ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოიყენებს თუ არა ისრაელი სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ?


გამოიყენებს თუ არა ისრაელი სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ?

ეს კითხვა დღეს იმდენად აქტუალურია, რამდენადაც თავად ისრაელს აღელვებს ირანის ატომური პროგრამის საკითხი, რომელსაც უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს. ანალოგიურ პოზიციაზეა თავად შეერთებული შტატებიც. პრეზიდენტი ბარაკ ობამას თქმით:

„ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ამერიკა ირანის ბირთვული იარაღის განვითარების შეჩერებას შეძლებს; მე ყველა ღონეს გამოვიყენებ ამ მზნის მისაღწევად."

ექსპერტების თქმით ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად, შესაძლოა ურანის ერთი წლის მარაგი ქონდეს. ირანის თქმით ბირთვული იარაღის პროგრამა სამშვიდობო ხასიათისაა, თუმცა ამ ბოლო დროს გაკეთებული განცხადების თანახმად, იგი ურანის წარმოების გაზრდას მიწისქვეშა ბუნკერებში აპირებს.

ირანის უმაღლესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დამოკიდებულება ისრაელის მიმართ საკმაოდ ნათელია:

„სიონისტების რეჟიმი უკურნებლები დაავდების მსგავსია, რომელიც ამ რეგიონს სამუდამოდ უნდა ჩამოცილდეს .“

ისრაელი კი ამასობაში შეშფოთებას ვერ მალავს, რომ თუ სათანადო ზომები დროულად არ იქნება მიღებული, თეირანის შეჩერება ბირთვული იარაღის განვითარებზე უკვე გვიანი იქნება.

რობერტ სატლოფი ახლო-აღმოსავლეთის პოლიტიკის ვაშინგტონის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია:

„სამწუხაროდ, კონფლიქტის დასაწყებად ყველა პირობა უკვე შექმნილია. ეს ყველაფერი კი ირანის უარმა განაპირობა მსოფლიოს ქვეყნების თხოვნაზე ბირთვული იარაღის პროგრამის შესაჩერებლად."

სატლოფი იმასაც ვარაუდობს, რომ შეერთებული შტატები, ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ნებისმიერ სამხედრო ოპრეაციაში მიიღებს მონაწილეობას. ამ საკითხზე პრეზიდნტმა ბარაკ ობამამ კონეტარიც გააკეთა:

„ჩვენი მტკიცე პოზიცია ისრაელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სამხედრო თანამშომლობას გულისხმობს.“

შეერთებული შტატები ისრაელს ისეთი იარაღით ამარაგებს, რომლითაც მიწისქვეშა საფრთხის განადგურებაც შესაძლებელია, ისეთი როგორიც ირანის ურანით გამდიდრებული საწარმოებია.

პარალელურად, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე დასავლეთის პარტნიორები, იმედოვნებენ რომ ირანის საბანკო სისტემასა და ნავთობის ინდუსტრიაზე დაწესებული უმკაცრესი სანქციები, ირანს ბირთვული იარაღის შეჩერებას აიძულებს. ირანის უმაღლესი ლიდერის თქმით კი ირანი უკან დახევას არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს.

ირანს ახლო აღმოსავლეთში ბალისტიკური რაკეტების დიდი მარაგი აქვს რასაც იგი, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს კიდეც.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის განცხადებით კი ირანის ბირთვული ამბიციების დაცხრომას ისრაელი დიდხან არ დაელოდება. ამასთანავე საინფორმაციო სააგენტოებით შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცახდებაც ვრცელდება, სადაც ბატონი პანეტა აღნიშნავს რომ ისრაელს ირანზე თავდასხმა უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლია.

ამასობაში კი თეთრი სახლი და ისრაელი, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, ბირთვული პროგრამის შესაჩერბლად, ირანისათვის გარკვეული ვადების დაწესებაზე შეთანხმებას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG