ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ატომური სააგენტოს ინფორმაციით, ირანი დაემორჩილა ბირთვული აქტივობების იმ შეზღუდვებს, რომელსაც მან 2015 წელს, მსოფლიოს რამდენიმე ლიდერ სახელმწიფოსთან მიღწეული შეეთანხმებისას მოაწერა ხელი.

ამჟამად ირანი 88.4 კილოგრამ გამდიდრებულ ურანს ფლობს, რაც შეთანხმებით დადგენილ 202.8 კილოგრამს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში კონფიდენციალურია, თუმცა ის რამდენიმე მედია საშუალებამ მოიპოვა. გაეროს ატომური სააგენტოს მიერ ეს მესამე მსგავსი ანგარიშია, რაც იანვარში პრეზიდნეტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გამოქვეყნდა.

2015 წელს ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას “საგანგაშო” არაერთხელ უწოდა პრეზიდენტმა ტრამპმა და მისი გაუქმების პირობა დადო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG