ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ თურქეთში გამართული მოლაპარაკების დროს მისი ადმინისტრაცია ირანთან დათმობაზე არ წავიდა. ამის შესახებ ბარაკ ობამამ ჟურნალისტებს კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში განუცხადა, სადაც ის ამერიკის ქვეყნების სამიტს ესწრება. ბარაკ ობამამ ასევე დაიცვა ვაშინგტონის გადაწყვეტილება გააგრძელოს საკითხის დიპლმატიურ გზებით გადაჭრა, თეირანის ბირთვული ამბიციების მიუხედავად. პრეზიდენტმა ობამამ ასევე პასუხი გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკამ და მსოფლიოს სხვა ლიდერმა ქვეყნებმა მოლპარაკების შემდეგ თვეს დანიშვნით ირანს უფასო საშუალება მისცეს. ობამამ განაცხადა, რომ მან უარი თქვა მოლაპარაკების ჩიხში შეყვანაზე, და ამით დიპლომატიურ მეთოდებს კიდევ ერთი შანსი მისცა.

XS
SM
MD
LG