ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონმა პაკისტანს დელიდან მიმართა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, პაკისტანმა უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე მისი თქმით, შეერთებული შტატები განახორციელებს დევნას პაკისტანში მოქმედი ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ემუქრებიან ავღანეთის და სხვა მოკავშირეების უსაფრთხოებას. ამის შესახებ კლინტონმა ინდოეთის დედაქალაქში მის ინდოელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

„ჩვენ ველით, რომ პაკისტანის მთავრობა უფრო მეტს გააკეთებს. უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მათი ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ტერორისტების მიერ შეტევების განხორციელებისთვის, როგორც პაკისტანის გარეთ, ასევე შიგნით,“ - განაცხადა კლინტონმა.

XS
SM
MD
LG