ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა დამოუკიდებლბის დღეს აღნიშნავს


ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

თვითმმართველობა, როდესაც ხალხი მართვის ყველა ფუნქციას დამოუკიდებლად ახორციელებს ცენტრალური მთავრობის ჩაურევლად, ამერიკის უმთავრესი მონაპოვარია.

ეს არის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მთავარი ღირსება, რომელსაც 235 წლის წინათ მოაწერეს ხელი და ყოველწლიურად 4 ივლისს აღინიშნება შეერთებულ შტატებში.

როგორც დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი, თომას ჯეფერსონი აცხადებდა, თვითმმართველობა ხალხს დამოუკიდებლობის და თანასწორობის გრძნობას უღვივებს, ბუნების და ღმერთის კანონების შესაბამისად.

ამის მიღწევა არ იყო იოლი. ამერიკის შეერთებული შტატების არსებობას და მის რესპუბლიკურ მთავრობას უცხო სახელმწიფოები დიდ საფრთხედ თვლიდნენ. თავად ამერიკელებისთვისაც მიუღებელი იყო ცენტრალური მთავრობის დიქტატი. მაგრამ დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყო ის დოკუმენტი, რომელმაც მთელს მსოფლიოში წაახალისა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.

როდესაც ბრიტანეთის იმპერიასა და ჩრდილო-ამერიკელ კოლონისტებს შორის ომი დაიწყო, ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ეს ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას გამოიწვევდა.

ისტორიკოსებმა კარგად იციან, რომ ბრიტანეთთან ყველაზე მძიმე ბრძოლების დროსაც კი კოლონისტებს არ ჰქონდათ საერთო აზრი ჩამოყალიბებული მომავალი სახელმწიფოს შესახებ. აჯანყებულთა მხოლოდ მესამედი მოითხოვდა ბრიტანეთისგან სრულ დამოუკიდებლობას. მესამედს მიაჩნდა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა არ უნდა გაწყვეტილიყო, დანარჩენებს კი უბრალოდ თავისუფლად ცხოვრება სურდათ.

საბოლოოდ, 1976 წლის 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დეკლარაციას 66-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, რომელსაც ამერიკელებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ეს დღესასწაული, რომელსაც 4 ივლისს ყოველწლიურად საზეიმოდ ხვდება ამერიკა, მხოლოდ შეერთებულ შტატებში არ აღინიშნება. დამოუკიდებლობის დეკლარაციის უნივერსალური პრინციპები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის ქვაკუთხედზეა აგებული, მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციაშია ასახული. ამის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის მიღება მთელი კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან მოვლენად გადაიქცა.
XS
SM
MD
LG