ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა დაბადების დღეს ზეიმობს


ხუთშაბათს, შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციული ფოიერვერკებით, მთელ ქვეყანაში ოჯახის წევრების და მეგობრების ერთად შეკრებით და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უჩვეულო მიმართვით ზეიმობს.

ოთხი ივლისი, 1776 წელს ბრიტანეთისგან ამერიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აღსანიშნავი დღესასწაულია. ქვეყნის დედაქალაქში, ვაშინგტონში, ზეიმი ასობით ათას ადამიანს ეროვნულ მოლზე კონცერტით და დიდი ფოიერვერკით იზიდავს.

წელს ტრამპმა ახალი ღონისძიების დამატების შესახებ გამოაცხადა, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო ძალას წარმოაჩენს და ლინკოლნის მემორიალის საფეხურებიდან მის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც მოიცავს.

პრეზიდენტმა ოთხშაბათს „ტვიტერით“ გამოაქვეყნა, რომ ეს „მთელი ცხოვრების მანძილზე დასამახსოვრებელი სანახაობა იქნება.“მან ყველა ამერიკელს „ბედნიერი 4 ივლისი“ უსურვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტები, დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად ნაკლებად აქტიურობდნენ და ტრამპის კრიტიკოსები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ მომავალი არჩევნების წინ, ის ამ მოვლენას ხელმეორე საარჩევნო კამპანიის მსგავს შეკრებად გადააქცევს.

კითხვები ისმის ზეიმში სამხედრო აღჭურვილობის და ჯარისკაცების ჩართვის დამატებით ხარჯებზეც.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტრამპი პოლიტიკურ საკითხებს მოერიდება და შეკრებას წმინდა პატრიოტული ხასიათი ექნება.

XS
SM
MD
LG