ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არიზონას შტატის საიმიგრაციო დავა გადაწყდა


კანონის თანახმად, პოლიციას უფლება ეძლევა ეჭვმიტალ პირებს საიმიგრაციო სტატუსი შეუმოწმოს

შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ არიზონას შტატის საზღვრის კანონი დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც პოლიციას შეუძლია კრიმინალურ საქმიანობაში ეჭვმიტალ პირებს საიმიგრაციო სტატუსი შეუმოწმოს.

კანონის მიხედვით, ოფიციალურ ორგანოებს, ასევე, უფლება ენიჭებათ ეჭვმიტანილები ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის შესახებაც დაკითხონ.

აღსანიშნავია, რომ საზღვრის კანონი ორი წელია დავის საგნად იქცა და ფედერალურმა სასამართლომ იგი რამდენიმე მუხლის გაუქმების შემდეგ დაამტკიცა.

ივლისში სამოქალაქო დამცველებმა და იმიგრაციის ადვოკატებმა შტატის მოსამართლეს კანონის გაუქმება მოსთხოვეს. მათი აზრით, კანონი ლათინური ამერიკის ქვეყნების იმიგრანტებს რასობრივი დისკრიმინაციის ობიექტად აქცევდა. თუმცა, სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
XS
SM
MD
LG