ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საემიგრაციო რეფორმის განხილვა გადამწყვეტ ფაზაში შედის


როგორ შეიძლება გადაწყდეს ამერიკაში მცხოვრები არალეგალი ემიგრანტების საკითხი, რომელთა რაოდენობაც 11 მილიონზე მეტია?

ვაშინგტონში რთულად მიდის მუშაობა პოლიტიკურად ძნელად განსახორციელებელ რეფორმაზე, რომელიც ამერიკის საემიგრაციო სისტემას უკავშირდება. ობამას ადმნისტრაციის მიერ მომზადებული კანონ-პროექტი, შესაძლოა აქედანვე ჩავარდეს, თუკი საბოლოოდ ორპარტიულ და შეთანხმებულ სახეს ვერ მიიღებს.

როგორ შეიძლება გადაწყდეს ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების საკითხი რომელთა რაოდენობაც 11 მილიონზე მეტია? პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზაბული კანონპროექტის მიხედვით ემიგრანტებს ამერიკაში ლეგალურად მუშაობის უფლება მიეცემათ, რაც მათ საშუალებას მისცემს გარკვეული პერიოდის შემდეგ ამერიკის მოქალაქეებიც გახდნენ.

რესპუბლიკელი კანონმდებლები უკმაყოფილებას აცხადებენ თეთრი სახლიდან ამ თემაზე გამოსული ინფორმაციის გამო იმ მოტივით რომ ამ კანონ-პროექტზე რესპუბლიკელების მუშაობა დაიჩრდილა და დემოკრატების უფრო უპირატეს როლში წარმოჩენა მოხდა.

რეპსუბლიკელი კონგრესმენი პოლ რაიანი საუბრობს რომ ამ კანონ-პროექტით ლოიალურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან მესაზღვრეები რომლებმაც ლეგალურად ქვეყანაში შემოსულ ემიგრანტებს საზღვარზე ქვეყანაში ყოფნის პერიოდი განუსაზღვრეს.
სენატორი ჯონ მაკკეინი გაკვირვებული კითხულობს სურს თუ არა ობამას მიიღოს შედეგი?თუ ისევ სიტუაციის არევა და გაუგებრობა სურს მიიღოს რესპუბლიკელებთან ამ საკითხის გარშემო?

ბარაკ ობამამ კონგრესს თავის მოსაზრება უკვე გაუგზავნა დაწყებული კამათის ირგვლივ. მისი თქმით: თუ კონგრესი მიცემულ ვადებში ვერ ჩაეტევა რომ კანონი საბოლოოდ ერთობლივად მომზდდეს მაშინ ის თავის ვარიანტს გაგზავნის.

ამან კანონმდებლების უკმაყოფილება გამოიწვი. თეთრი სახლიდან ახლაი ოფიციალური განცხადება მიიღეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დენის მაქდონოუმ განაცხადა რომ იმედი აქვს რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები საკითხი განხილვიტ დაკავდებიან და კანონ-პროექტს დროულად და ერთობლივად განიხილავენ.

საემიგრაციო რეფორმის მომხრეები ამბობენ რომ ახლა ამერიკას აქვს იშიათი შესაძლებლობა რომ იმოქმედოს. დემოკრატების სენატორი ი ჩარლზ შუმერი აცხადებს რომ პირველად ამ თემას რისკიების გათვალისწინებით უფრო მეტი პოლიტიკურუად საწინააღმდეგო არგუმენტი აღმოაჩნდა, ვიდრე მომხრე ჰყავს.

ოპონენტები შიშობენ რომ რეფორმა უფრო გაზრდის არალეგალურ ემიგრანტთა რაოდენობას. ჯიმ გილჩირსტმა მექსიკის საზღვარზე პატრულის ჯგუფი ჩამოაყალიბა. ის ამბობს რომ თუკი სურთ ამნისტია შეეხოს ქვეყანაში მყოფ 30 მილიონამდე ადამიანს მაშინ უნდა მოემზადონ იმისთვისაც რომ მათ რიცხვს 300 მილიონი დაემატება მომავალ წლებში.

ამის მიუხედავად, ვაშინგტონში ანალიტიკოსები ფიქრობენ რომ საემიგრაციო საკითხებზე კონსენსუსი მაინც იქნება.მიშელ მიტელსტედი საემიგრაციო ინსტიტუტის პოლიტიკას კურირებს. აქ არსებობს შეთანხმება, რომ კიდევ უფრო მკაცრად მოხდეს საზღვრის გაკონტროლება.ასევე შეთანხმება ემიგრანტების სამართლებრივი უფლებების შესახებაც, რომ რაღაცა ფორმით ჰქონდეთ ლეგალური სტატუსიც.

მაგრამ კონფლიქტი ამ თემაზე და თეთრი სახლის მიერ წარმოდგენლი პროექტი ცხადყოფს რომ ცვლილებები ამ პროექტში გარანტირებული ვერ იქნება. ძალიან მაღალია ამ საკითხის გარშემო დუღილის ტემპერატურა. ვფიქრობ რომ თეთრი სახლის ინიციატივა და რესპუბლიკელების დამოკიდებულება მიანიშნებს იმაზე რომ ამ თემაზე მუშაობა იქნება ძალიან დაძაბული და ხანგრძლივი.

ბარაკ ობამა საემიგრაციო რეფორმის ინციატივით თეთრ სახლში შესვლის დღიდან გამოდის. საკითხზე მსჯელობა რესპუბლიკელების მხრიდან გახურდა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ობამას 2012 წლის საპრეზიდენტო გამარჯვება ამერიკაში მცხოვრებმა ლათინური და აზიური წარმოშობის ამომრჩევლების ხმებმა განაპირობა.
XS
SM
MD
LG