ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლო არიზონაში


არიზონელ შერიფს რასობრივ დისკრიმინაციაში ედება ბრალი

შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ არიზონელი შერიფი ლათინოსი იმიგრანტების მიმართ განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენდა. ქალაქ ფენიქსში გამართულ სხდომაზე მოსამართლე მურაი სნოუმ განაცხადა, რომ მარიკოპას საგრაფოს პოლიციის შერიფი ჯო არპაიო და მისი ოფიცრები მიზანმიმართულად ირჩევდნენ ლათინოს იმიგრანტ მძღოლებს, რათა გაეჩერებინათ და შეემოწმებინათ საბუთები. არიზონას კანონის მიხედვით, პოლიციას უფლება აქვს არა გამიზნულად, არამედ შემთხვევით გააჩეროს ადამიანი და შეამოწმოს მისი საიმიგრაციო სტატუსი. შერიფს რასობრივ დისკრიმინაციაში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG