ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზენაეს სასამართლოს გუანტანამოში დაკავებულის შესახებ კითხვები აქვს


აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, კითხვები დაუსვეს ფედერალური მთავრობის ადვოკატებს, რატომ მიიღო გუანატანმოში დაკავებულმა უარი, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ე.წ. „შავ უბანზე“, პოლონეთში დაკითხულიყო.

აბუ ზუბაიდა 2002 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით დააკავეს და გუანტანამოში მოათავსეს. მისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

სასამართლოს წინაშე არსებობს კითხვა, შეეძლო თუ არა მთავრობას - ჯერ ობამას, შემდეგ ტრამპის და ახლა ბაიდენის ადმინისტრაციას, დაბლოკოს კონტრაქტორის ჩვენება, რომლებიც ზედამხედველობდნენ ზუბაიდის წამებას.

50 წლის ზუბაიდამ 15 წელი გაატარა გუანტანამოში და ერთ-ერთია 39 დაკავებულს შორის, ვინც ამ დრომდე იქ რჩება. მთავრობის დოკუმენტები აჩვენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს“ ხედამხედველობის ქვეშ ყოფნისას, მან თვალი დაკარგა.

„ის იყო ასოცირებული ოსამა ბინ ლადენთან და მისი დიდი ხნის მოკავშირე ტერორიზმში“ - ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენბტებში.

ზუბაიდას ადვოკატი, დევიდ კლეინი აცხადებს, რომ პოლონეთში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ე.წ. „შავი ადგილის“ არსებობის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია და არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ადვოკატი მიიჩნევს, რომ კონტრაქტორებს, ზუბაიდას შესაძლო წამების შესახებ, შეეძლოთ მოეყოლათ ისე, რომ მოქმედების ადგილმდებარეობა არ დაესახელებინათ. მტავრობა ადვოკატის ამ მტკიცებას უარყოფს.

იუსტიციის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ თუ შეერთებული შტატები დაადასტუირებს ფაქტებს, რომლებიც პოლონეთის მთავრობას ეხება, „ეს მოკავშირეების ჩვენდამი რწმენას დაარღვევს“

შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ ზუბაიდა საზღვარგარეთ, „გაძლიერებული ტექნიკის გამოყენებით დაკითხეს“, მაგრამ არ ასაჯაროვებს ადგილმდებარეობას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზუბაიდა 2002-2003 წლებში პოლონეთში იყო დკავაბეული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG