ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომავალ თაობას შიდსი არ ექნება


შიდსით დაღუპულთა რაოდენობასთან ერთად დაფინანსებამაც იკლო
შიდსით დაღუპულთა რაოდენობასთან ერთად დაფინანსებამაც იკლო

ამერიკელი ექიმები განაგრძობენ განვითარებადი ქვეყნების დახმარებას გლობალური ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით

ბოლო ოცი წლის განმავლობაში შეერთებული შტატების მთავრობა, ამერიკის ბიზნეს კომპანიები და კერძო პირები მსოფლიოს ყველაზე საშიშ დაავადებებთან ბრძოლის მიზნით შეუერთდნენ უპრეცედენტო თანამშრომლობას. მათი გაერთიანების მოტივაციაა რომ შიდსით, ტუბერკულოზით, მალარიით და სხვა დაავადებებით დაავადებულ პაციენტებს კონკრეტული დახმარება აღმოუჩინონ. ამგვარმა მცდელობამ ძალიან დადებითი შედეგი გამოიღო. ამ დროისთვის, შეძენილი იმუნოდეფიციტის განკურნება შესაძლებელია, საგრძნობლად შემცირდა ობლების რიცხვი, ამ მიმართულებით ზოგიერთ ქვეყანაში მთლიანად გადახალისდა სამედიცინო დახმარება.

ოცდახუთი წლის წინ შიდსის წინააღმდეგ არანაირი წამალი არ არსებობდა. მკურნალობა შეზღუდული იყო. დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენი იყო. ორი ამერიკელი ექიმი ერიკ გოსბი და ენტონი ფაუჩი იყვნენ პირველები, რომლებმაც ამ დაავადებასთან ბრძოლა დაიწყეს და დღემდე აგრძელებენ ამ კუთხით მუშაობას.

ექიმი ფაუჩი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში შიდსის კვლევის საკითხს ხელმძღვანელობს. მისი ძალისხმევის შედეგია ის რომ ახლა უფრო მეტი რამ არის ცნობილო ამ დაავადების შესახებ. ვიცით როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მისი გავრცელება და არსებობს პროცედურები რომ ქრონიკულ დაავადებად გარდაიქმნას.

ექიმი ენტონი ფაუჩი: ჩვენ შეძლებენ რომ მომავალ თაობას შიდსი აღარ ჰქონდეს. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა რომელიც სხვადასხვა რესურსებიდან და განსაკუთრებით ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის კვლევების შედეგად მივიღეთ.

ელჩი გოსბი ხელმძღვანელობს ამერიკის გლობალური ჯანმრთელობის დიპლომატიის ოფისს სახელმწიფო დეპარტამენტში. განვითარებად ქვეყნებს ის საავადმყოფოების მშენებლობაში და შიდსთან ბრძოლის სისტემის აწყობაში დაეხმარა. ექიმი გოსბი ამბობს რომ, ახლა ამ ქვეყნებს უკვე უკავიათ წამყვანი როლი ჯანდაცვაში და ასევე საუბარი მიმდინარეობს სხვადასხვა ინფექციებთან საბრძოლველად, ქრონიკული დაავადებების, ისეთი როგორიცაა მაღალი წნევის განსაკურნებლად. კერძო კომპანიები, როგორიც არის ფორდის ფონდი და ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან მხარდაჭერას ახორციელებენ.

ექიმი ერიკ გოსბი: თუკი შესაძლებელია შიდსთან ბრძოლა, მაშინ სხვა დაავადებებთან ბრძოლაც შეიძლება. სწორედ იმაზე მიდის მუშაობა რომ, უკვე არსებულ პლატფორმას თავში დაემატოს მომსახურეობა შიდსის მატარებელი ადამიანებისთვის და ასევე მათთვისაც, ვინც არ ასოცირდება ამ დაავადებასთან.

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ასევე წარმოადგენს ორგანოს რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მუშაობს და ხელმძღვანელობს რომ შეამსუბუქოს გლობალურად სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის ტვირთი. ექიმი თომასი ამ ცენტრის უფროსია.

ექიმი თომასი: დარწმუნებულნი უნდა ვიყვეთ იმაში, რომ ყველაფერს ვაკეთებთ წითელას და წითურას შეჩერებისთვის, დავამარცხოთ მენინგიტი, ასევე წყლიდან და საკვებიდან აღმოცენებული დაავადებები. თუმცა პირველ რიგში მსოფლიო უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ერთად დაიწყოს ბრძოლა სიმსივნური დაავადებების, დიაბეტის, გულის დაავადებების, გაჟონვის, წინააღმდეგ. რის პრევენციაში დაეხმარებათ ის საშუალებები რომელიც დღეისთვის არსებობს.

დაავადებები მუდმივად იცვლება. ახალი ვითარდება, ძველი მუტაციას განიცდის. წამლები რომლებსაც ადრე გამოიყენებდნენ ახლა ძალა დაკარგეს. ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნიან ჯანდაცვის უსაფრთხოებას და მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს. და ამიტომაც არის სამედიცინო თანამშრომლობა დღეისთვის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ადრე იყო, აცხადებს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის უფროსი ექიმი ფრანსის კოლინზი.

ფრანსის კოლინზი: ისეთი სიტუაცია, როდესაც ჯანდაცვის საკითხებს მხოლოდ ერთი ქვეყანა განსაზღვრავს და დანარჩენი არაფერს აკეთებს, უბრალოდ აღარ მუშაობს.

ექიმები ამბობენ რომ, იმისათვის რომ, ყველგან გააუმჯობესონ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჭიროა რომ შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს ლიდერის როლი სამედიცინო კვლევების საქმეში და გააგრძელოს თანამშრომლობა სხვა ქვეყნებთან როგორც თანაბარუფლებიან პარტნიორებთან გლობალური ჯანდაცვის სფეროში.
XS
SM
MD
LG