ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტის დახმარების ინიციატივა


ჰაიტიში 2010 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო 200 ათასი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვაში ჯერ კიდევ ურთულესი მდგომარეობაა.

ამერიკელი დიპლომატი ბრაიან შუკანი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს და კუბას ჰაიტისთვის ერთობლივი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის „ისტორიული შესაძლებლობა“ მიეცათ. ჰაიტიში 2010 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო 200 ათასი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ჯერ კიდევ ურთულესი მდგომარეობაა.

ბრაიან შუკანი ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში შეერთებული შტატების მისიის თავმჯდომარის მოადგილეა. მისი თქმით, ამერიკას და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, ორივე ქვეყნის ექიმებს ერთად მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ, რათა ჰაიტის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ჯანდაცვის სისტემას ერთობლივი დახმარება გაუწიონ. კუბას ჰაიტისთან სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს, იქ სხვადასხვა დროს ასობით კუბელი ექიმი მუშაობდა - განაცხადა ბრაიან შუკანმა მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის დიპლომატებმა და ექიმებმა ჰაიტის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე წმინდა ლუკას საავადმყოფო დაათვალიერეს.

XS
SM
MD
LG