ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ "ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორს" - საქართველოს - დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს 


us georgia flags

ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. განცხადება პირველმა სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"შეერთებულ შტატებს და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ, რომელიც ერთობლივ ფასეულობებს და თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ერთიანობის დიდ სიყვარულს ეფუძნება" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე ერთგულებას,"- წერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

რამდენიმე საათში კი ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა. " დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს" ამბობს ელჩი ქართულ ენაზე ქართველებს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდეო მიმართვაში ელჩმა საქართველოს გავლილ გზაზე და ქვეყნებს შორის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

"გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. საქართველო და აშშ თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა ამერიკელისთვის. ქართველებსა და ამერიკელებსაც უბრძოლიათ და თავი გაუწირავთ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა არსებობს იმიტომ, რომ ის ჩვენს ესოდენ ძვირფას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება, თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას. როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს,"- ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ვიდეო მიმართვისას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG