ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ მუშაობს აშშ-ში სურსათის დახმარების ცენტრი?


როგორ მუშაობს აშშ-ში სურსათის დახმარების ცენტრი?

ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში უჩვეულო ხალხმრავლობა შეინიშნება. მოსახელობის ერთმა ნაწილმა სურსათის ყოველკვირეული დახმარება მიიღო. მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მათგანი სამთვარობო შეღავათებს ღებულობს, როგორც ჩანს, ოჯახის გამოსაკვებად საკმარისი არ არის. კიმ გაიენესი ამბობს რომ მას არაჩვეულებრივი ცხოვრება იქამდე ქონდა სანამ ოფისის ასისტენტის სამსახურს დაკარგავდა:

„მას შემდეგ რაც შემცირებაში მოვყევი, არსებობა საკმაოდ გამიჭირდა. მშია თუ მწყურია, მე ამ ადგილის მადლობელი ვარ. იმედი მაქვს მალე არ შეწყდება ამგვარი დახმარება, რადგან ხალხს ეს ძალიან ჭირდება.“

არლინგტონის საკვებით დახმარების ცენტრი 1800 ოჯახს ემსახურება. ჩარლზ მენგი ამ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. მისი თქმით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობა გააორმაგა:

„ჩვენი ცენტრი ძირითადად უმუშევრებს ემსახურება. მათ არ შესწევთ ძალა გაუმკლავდნენ საკვებზე გაზრდილ ფასებს, საწვავზე მომატებულ საფასურსა და საცხოვრებელ ფართზე ქირის გადასახადას.“

ვირჯინიის შტატის მეორე ქალაქ ალექსანდრიაშიც, გაერთიანებული სათვისტომოს მღვდლებიც გაჭირვებული ადამიანების მომატებულ რაოდენობას ადასტურებენ

ადგილობრივი სტუდენტები საკუთარი თანაკლასელების მიერ შემოწირულ საკვებს ახარისხებენ. ალისონ თანადი ცენტრის მოხალისეა:

" თავს ცუდად ვგრძნობ, როცა გაჭირვებულ ხალხს ვუყურებ, მაგრამ მიხარია რომ ისინი ამ დახმარებას მაინც მიიღებენ.“

სი ბეი-მიკუაითმა ყველაზე კარგად იცის თუ რა რთულია ეკონომიკური გაჭირვება. მარტოხელა დედა წარმოშობით სიერა-ლეონედანაა:

„დახმარებას მთავრობიდან ვღებულობ, რაც საკმარისი არ არის. ჩემი შვილებს კარგი კვება ესაჭიროება და ამიტომ გაერთიანებული სათვისტომოს მღვდლებს მივაკითხე დასახმარებლად.“

გაერთიანებული სათვისტომოს საკვებით მომარაგების მენეჯერი ხოსე ფრატი აღნიშნავს რომ კლიენტების უმრავლესობას არა მარტო დაბალშემოსავლიანი ოჯახები შეადგენენ, არამედ საშუალო ფენის ადამიანებიც არაიან.

ფული და შემოწირულობა საკვების დახმარების ცენტრებში სამთავრობო და კერძო წყაროებიდან მოდის. სოციალური სამსახურის უფროსი რიჩარდ დობერი შიშობს რომ უმუშევრობის გაგრძელებითა და სოციალური შეღავათების შემცირებით, მოთხოვნა საკვებით დახმარების პროგრამაზე უფრო და უფრო გაიზრდება.

XS
SM
MD
LG