ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში გრიპის ეპიდემია მძვინვარებს


გრიპის სეზონის დაწყებიდან დღემდე ვირუსის შედეგად 20 ბავშვი გარდაიცვალა.

დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, წელს აშშ-ში დაფიქსირდა ბოლო ათწლეულის ყველაზე ცუდი გრიპის ეპიდემია. თუმცა ეპიდემიის პიკმა გადაიარა და მას ახლა დაღმავალი ხასიათი აქვს.

პარასკევს ზემოხსენებული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეპიდემიამ 47 შტატი მოიცვა. ზრდასრულ ადამიანებში სიკვდილიანობა სეზონური ვირუსის შედეგად საშუალოდ ათი ათასამდეა. 18 წლამდე ასაკის ბავშვებში კი გასულ წლებთან შედარებით მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა. სეზონის დაწყებიდან დღემდე ვირუსის შედეგად 20 ბავშვი გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG