ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასობით გაუქმებული რეისი აშშ-ში


კონგრესი საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემას განიხილავს

ამერიკის კონგრესი საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემას განიხილავს. სამუშაო ადგილების დაკარგვა, ამ სფეროში, საბიუჯეტო სეკვესტრით არის განპირობებული და ათასობით რეისის გაუქმებას ან გადადებას იწვევს შედეგად.
გუშინ, გვიან სენატმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომლის თანახმად ტრანსპორტის დეპარტამენტს დამატებითი შესაძლებლობა ეძლევა რათა ბიუჯეტის შეკვეცამ გავლენა არ იქონიოს 1500 დისპეჩერის მუშაობის შეწყვეტაზე.
წარმომადგენელთა პალატა, ერთკვირიან შესვენებამდე სავარაუდოდ ამ კანონმდებლობას დღეს განიხილავს.
XS
SM
MD
LG