ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა დუგლას ენგელბარტი


პერსონალური კომპიუტერის თაგვი და ვიდეო ტელეკონფერენცია ენგელბარტმა პირველად 1968 წელს სან ფრანცისკოში წარადგინა

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი გამომგონებელი დუგლას ენგელბარტი. ექსპერტები მას თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთ რევოლუციონერს უწოდებენ.

ენგელბარტის მიერ შექმნილ 20 გამოგონებას შორის ყველასთვის კარგად ცნობილი პერსონალური კომპიუტერის თაგვიც (Mouse) არის. თაგვი და ვიდეო ტელეკონფერენცია ენგელბარტმა პირველად 1968 წელს სან ფრანცისკოში წარადგინა. მასობრივ წარმოებაში ის საკმაოდ დიდი ხნის, მერე, კომპანია „ეფლის“ მიერ 1984 წელს იქნა ჩაშვებული. ენგელბარტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტის შექმნაში, საძიებო სისტემების, „ვორდის“ და სხვა მრავალი პროგრამის გამოგონებაში და დამკვიდრებაში.
XS
SM
MD
LG