ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელიზაბეთ რუდი: „მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში!"


ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა ზაფხული საქართველოში გაატარონ. აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები კამპანიაში „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ მას შემდეგ ჩაებნენ, რაც ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა რუს ტურისტებს ქვეყანაში ჩამოსვლა შეუზღუდა და რუსეთში ქართული ღვინის შეტანა აკრძალა.

ელიზაბეთ რუდი
ელიზაბეთ რუდი

საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!"
ელიზაბეთ რუდი, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში

„ყველაზე მეტად საქართველოს ბუნებრივი სილამაზე მიყვარს. საქართველოს სუნთქვისშემკვრელ პეიზაჟებს მხოლოდ მისი ისტორიულ-კულტურული სიმდიდრე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა თუ შეედრება. მოდით, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და თავად დარწმუნდით!" - წერს ელიზაბეთ რუდი აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

მანამდე ამერიკელებს და მეგობრებს მთელი მსოფლიოდან საქართველოში მოგზაურობისკენ ასევე მოუწოდეს თბილისში აშშ-ს საელჩოს დიპლომატებმა - ერინ ჯარეტმა, ჯულიუს ცაიმ, დეჟა ჰოლმსმა და კრის დავენპორტმა.

დეჟა ჰოლმსი
დეჟა ჰოლმსი

„დედამიწაზე არ არსებობს ადგილი, სადაც საქართველოზე მეტად მენდომებოდა ყოფნა. აქაურობის მაგიური სილამაზე აშკარაა, მაგრამ ვერცერთი ფოტო ან ბროშურა ვერ დაიტევს მისი ხალხის სითბოსა და უდრეკ სულს. ღვინით მდიდარ აღმოსავლეთში რთველითა და სუფრით დაწყებული, მთიან დასავლეთში ზღვისპირა პიკნიკებისა და თოვლიანი მწვერვალების ჩათვლით, ყველა რეგიონში ჩემი გულის ნაწილი დავტოვე. საქართველოში ყველგან შევიძინე ოჯახი, რომელსაც მუდამ გულით ვატარებ." - ამბობს დეჟა ჰოლმსი.

კრის დავენპორტი სვანეთში
კრის დავენპორტი სვანეთში

„შარშან, შობას, ზამთრის პირველმა თოვლმა რომ დაიწყო ცვენა მთებში, სვანეთის ერთ სოფელს ვესტუმრე. იქ პატარა გოგონა შემომეგება და ხელი ჩამკიდა, აღარ მიშვებდა. ჩემთვის ის ქართველი ხალხის უდრეკელობისა და იმედის სიმბოლოდ იქცა. ვიცი, რომ ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება ჩემს ხელში მისი პატარა ხელი. ჩემთვის საქართველო ეს არის. და ის ჯადოსნურია." - წერს კრის დავენპორტი.

ჯულიუს ცაი ოჯახთან ერთად ჯვარზე
ჯულიუს ცაი ოჯახთან ერთად ჯვარზე

„ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ის გულითადი მასპინძლობაა, რომლითაც მიგვიღეს ახალმა მეგობრებმა, კლასელებმა და კოლეგებმა თბილისსა და მთელ საქართველოში. საქართველო არის ადგილი, სადაც ადამიანებს ძალიან უყვართ თავისი სახლი, მიწა და საზოგადოება. საქართველოს არავინ ტოვებს წარუშლელი მოგონებების გარეშე და ყველას რჩება შეგრძნება, რომ მათი ცხოვრება ამ გამოცდილებამ უკეთესი გახადა და გაამდიდრა.“ - ეს უკვე ჯულიუს ცაის შთაბეჭდილებებია.

ერინ ჯარეტი
ერინ ჯარეტი

საქართველომ ჩემი გული დაიპყრო. ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს - და ისინი ასეც იქცევიან. ბევრს ვუმასპინძლეთ აქ, მათ შორის ჩემს მშობლებს, რომლებიც ნამდვილ ქართულ სუფრაზე მოხვდნენ კახეთში, ჩვენს მეგობრებთან. საქართველოს საოცრად მდიდარი კულტურული წარსული აქვს და გულით ველი მის ნათელ მომავალს"
ერინ ჯარეტი, ამერიკელი დიპლომატი

„საქართველომ ჩემი გული დაიპყრო. ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს - და ისინი ასეც იქცევიან. ბევრს ვუმასპინძლეთ აქ, მათ შორის ჩემს მშობლებს, რომლებიც ნამდვილ ქართულ სუფრაზე მოხვდნენ კახეთში, ჩვენს მეგობრებთან. საქართველოს საოცრად მდიდარი კულტურული წარსული აქვს და გულით ველი მის ნათელ მომავალს. გამუდმებით შთამაგონებს ეს ხალხი, რომელიც შრომობს თავისი საზოგადოების გაუმჯობესებისათვის და აშენებს წარმატებულ, თავისუფალ საქართველოს." - აღნიშნავს ერინ ჯარეტი.

საერთაშორისო კამპანია სოციალურ ქსელებში „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ გახდა პასუხი ოკუპანტი რუსეთის მორიგ ეკონომიკურ სანქციებზე, ავიამიმოსვლის აკრძალვასა და ანტიქართულ კამპანიაზე, რომ თითქოს საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანა არ არის.

ერთი კვირის მანძილზე კამპანიას მთელი მსოფლიოდან საქართველოს უამრავი მეგობარი გამოეხმაურა, ისინი თანამოქალაქეებს და თანამემამულეებს, უბრალოდ, მეგობრებსა და ნაცნობებს მოუწოდებენ არ წამოეგონ რუსეთის პროპაგანდას და ზაფხული საქართველოში გაატარონ.

გაატარე შენი ზაფხული საქართველოში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:19 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG