ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიის არჩევნები ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრშია


კალიფორნიის უჩვეულო წინასწარ არჩევნებში ხმების უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, დემოკრატი დაიან ფაინსტაინი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა შეერთებული შტატების სენატში მეექვსე ვადით არჩევას.

84 წლის სან-ფრანცისკოს ყოფილმა მერმა ადვილად მოუგო ახალგაზრდა მეტოქეს, შტატის სენატორ კევინ დე ლეონს.

შტატის არჩევნებში ხმების უმრავლესობის მომპოვებელი პირველი ორი კანდიდატი, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. შესაძლოა, მოვლენების ასე განითარება იმას ნიშნავდეს, რომ ფაინსტაინი 51 წლის დე ლეონის პირისპირ აღმოჩნდება.

იმავდროულად, ვიცე-გუბერნატორი გავინ ნიუსომი, რომელიც ასევე სან-ფრანცისკოს ყოფილი მერია, ნოემბრის საყოველთაო არჩევნებს მიაღწევს, სადაც რესპუბლიკელი ბიზნესმენის, ჯონ კოქსის პირისპირ აღმოჩნდება. კოქს მხარდაჭერა პრეზიდენტმა ტრამპმა გამოუცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG