ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამალა ჰარისმა შესაძლოა ბაიდენის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს


ქალების, ახალგაზრდების და ზოგიერთი რესპუბლიკელის სიმპათიების მოპოვებაში, შესაძლოა ჯო ბაიდენს კამალა ჰარისი მნიშვნელოვნად დაეხმაროს. "როიტერის" და "იფსოსის" ერთობლივი გამოკითხვით ირკვევა, რომ ყოველი 10 დემოკრატი ამომრჩევლიდან დაახლოებით 9 ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი კამალა ჰარისი წარედგინა, დადებითად აფასებს.

მეტიც, კვლევებით ირკვევა, რომ კამალა ჰარისის რეიტინგი ჯო ბაიდენის რეიტინგს უსწრებს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში - ქალებში, ახალგაზრდებსა და ზოგიერთ რესპუბლიკელშიც კი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა "როიტერმა" და "იფსოსმა" 11-12 აგვისტოს ჩაატარეს და გაირკვა, რომ ამერიკელთა 60% მათ შორის 87% დემოკრატი ამომრჩეველი და 37% რესპუბლიკელი ამომრჩეველი - დადებითად აფასებენ და მთავარ ნაბიჯად აღიქვამენ. მეტიც, მათ მიაჩნიათ, რომ ის პირველი ფერადკანიანი ქალი იქნება ვინც ვიცეპრეზიდენტი იქნება.

კამალა ჰარისი, 55 წლის სენატორი კალიფორნიის შტატიდან, საზოგადოების მოწონებას იმსახურებს. დემოკრატი ამომრჩევლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მას დიდი პოტენციალი და მხარდაჭერა აქვს, რაც გადამწყვეტი იქნება ნოემბრის არჩევნებში.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი სარგებლობს. კვლევის მიხედვით, ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 8 პუნტქით უსწრებს. გამოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს, რომ ისინი ხმას მისცემენ ბაიდენს, ხოლო პრეზიდენტ ტრამპს - 38%.

ამავე კვლევის მიხედვით, ბაიდენსა და ჰარისს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 56%, 47 პროცენტი კი - პრეზიდენტ ტრამპს და მაიკ პენსს.

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG