ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2012 წლის არჩევნები აშშ-ში და რელიგიის თემა


2012 წლის არჩევნები აშშ-ში და რელიგიის თემა

პოლიტიკასა და რელიგიას შორის არსებული დამოკიდებულება 2012 წლის საარჩევნო მარათონში, თეთრი სახლისთვის შეუმჩნეველად არ ჩაივლის. აღნიშნული საკითხი თავად ევანგელისტი მოძღვრის რობერტ ჯეფრესის ყურადღებასაც იქცევს, რომელიც ტეხასის გუბერნატორის რიკ პერის პრეზიდენტობას უჭერს მხარს.

მეორე რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი მით რომნი მორმონთა რელიგიის მიმდევარია, რაზეც ევანგელისტ მოძღვარს რობერტ ჯეფრესს შემდეგი მოსაზრება აქვს:

„ჩემი შეფასებით მორმონთა რელიგია კულტია. არჩევნებში მორმონი პრეზიდენტობის კანდიდატის მონაწილეობა, ამ კულტის გაძლიერებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.“

მორმონები თითქოს ქრისტიანულ წესებს მისდევენ, თუმცა საკმაოდ მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი თავიანთ ეკლესიის დამაარსებელ - ჯოზეფ სმიტთან და წმინდა წიგნთან, რომელსაც მორმონთა წიგნსაც უწოდებენ. აღნიშნული წიგნი სრულებით ცალკე დგას ქრისტიანული ბიბლიისაგან.

ჯეფრესის თქმით მორმონები ზნეობრივი ადამიანები არაინ, მაგრამ ქრისტიანული სარწმუნოების ძირითად ნაწილს არ წარმოადგენენ.

როდესაც რიკ პერის ჯეფრესის ნათქვამზე კომენტარის გაკეთება მოსთხოვეს, სულ ახლახანს, ლას-ვეგასში მიმდინარე რესპუბლიკელთა დებატების დროს რელიგიური საკითხი დიდი განხილვის თემად იქცა.

„ეს ერთი ადამიანის მოსაზრებაა, რასაც არ ვეთანხმები. თუმცა, ფაქტია რომ ამერიკელებს ესმით რელიგიის და თუ რამეში რწმენა დაკარგეს ეს თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაციის ბრალია,-“ განაცხადა რიკ პერიმ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მით რომნის მიაჩნია რომ პოლიტიკურ საკითხებში, რელიგიის საზომ კრიტერიუმად გამოყენება, ყოვლად დაუშვებელია:

„თავად ის ფაქტი რომ ჩვენ რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით უნდა შევარჩიოთ თანამდებობაზე კანდიდატურები არასწორია, რადგან ამ ქვეყნის დამაარსებლებმა საკმაოდ გრძელი გზა გაიარეს მსგავსი შეხედულებების აღმოსაფხვრელად, რაც ასევე კონსტიტუციითაც განისაზღვრა.“

სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმა აჩვენეს რომ ბევრი ამერიკელი კეთილგანწყობილია სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობასთან იქამდე, სანამ საქმე რელიგიურ ექტრსემიზმს არ შეეხება.

სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა ამერიკელთა გარკვეულ წრეში:

„როცა ქადაგებისას ამა თუ იმ რელიგიის მსახურები ცდილობენ საკუთარი აზრის მოხვევას, ეს ჩემთვის ექტსრემიზმია, რაც ჩემში პრობლემას იწვევს, - “ ამბობს ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქერი მორფორდი.

არიზონას შტატის მკვიდრის დან ექსლაინის განცხადებით კი:

„არიზონაში ბევრი მორმონია, რომლებიც თავიანთ აღმსარებლობას ყველას თავს ახვევენ - კათოლიკეს, პროტესტანტს თუ ბაპტისტს; ამით ისინი საკუთარი რელიგიის თვითდამკვიდრებას ცდილობენ. “

ვაშინგტონში არსებული საზოგადოებრივი რელიგიის კვლევის ინტსიტუტის წარმომადგენელი - დანიელ ქოკსი აღნიშნავს რომ მით რომნის შეიძლება ხასიათიც კი წაუხდეს იმ შემთხვევაში თუ იგი ქრისტიანი ამომრჩევლებისაგან სათანადო მხარდაჭერას ვერ მიიღებს; თუმცა არსებობს სხვა გზაც, რითაც რომნის ამ ეჭვის გაქარწყლება შეუძლია:

„თუ რომნი, რესპუბლიკელთა პრაიმერის დროს, ევანგელისტ ამომრჩევლებს ბევრ საკითხში მათი პოლიტიკური შეხედულებების მსგავსებაში დაარწმუნებს, მაშინ შესაძლოა მისი კანდიდატურა რელიგიური აღმსარებლობის კუთხით აღარ დაიწუნონ,-“ ამბობს ექსპერტი.

აქედან გამომდინარე საგულისხმოა, რომ თუ რომნი ოფიციალურად დასახლედა რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატად და მომავალი წლის არჩევნებში ბარაკ ობამაც დაამარცხა, მაშინ იგი პირველი მორმონი პრეზიდენტი იქნება ამერიკაში.

XS
SM
MD
LG