08:22
9.11.2016
დონალდ ტრამპმა ფლორისადა და ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმარჯვა. ეს ორი მერყევი შტატია, სადაც გამარჯვებისთვის ორივე კანდიდატი აქტიურად იბრძოდა. ფლორიდაში ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 29 და ჩრ. კაროლინაში 15 ხმა მოაგროვა. ამჟამად ტრამპს 217 ხმა აქვს, კლინტონს 197. საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან პრეზიდენტობის მოსაპოვებლად კანდიდატმა 270 ხმა უნდა დააგროვოს.
08:43
9.11.2016
კანადის საიმიგრაციო ვებსაიტმა ფუნქციონირება შეწყვიტა ამერიკის არჩევნები პარალელურად. #არჩევნები2016
— Ani Chkhikvadze (@achkhikvadze) 9.11.2016
08:51
9.11.2016
არჩევნების პირველად შედეგებს ათასობით ამერიკელი ბარებში ადევნებს თვალ-ყურს #არჩევნები2016 https://t.co/TmFZJCqGry
— Nana Sajaia (@NanaSajaia) 9.11.2016
09:42
9.11.2016
წარმომადგენელთა პალატას კვლავ რესპუბლიკელები გააკონტროლებენ #არჩევნები2016 https://t.co/JXj2BYygQ6
— VOA/Georgian (@voage) 9.11.2016