ტრამპმა ლუიზიანაში გაიმარჯვა, კლინტონმა კი გამარჯვება კონექტიკუტში პოივოპა. საარჩევნო კოლეგიაში ლუიზიანას 8, კონექტიკუტს კი - 7 დელეგატი ჰყავს
კალიფორნიის შტატში საარჩევნო უბნის მახლობლად ისროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა.
სროლა შუადღეზე ქალაქ აზუზაში, კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში მოხდა, რომელიც ლოს-ანჯელესიდან სულ 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. პოლიციამ ორი საარჩევნო უბანი და იქვე მდებარე სკოლა დახურა. ჯერჯერობით სროლების შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
დონალდ ტრამპი ოჰაიოში, სავარაუდოდ, იმარჯვებს. ოჰაიო ერთ-ერთი მერყევი შტატია, რომელში გამარჯვების გარეშეც არც ერთ რესპუბლიკელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში არ გაუმარჯვია 1960 წლის შემდეგ.
დონალდ ტრამპი: 169 ჰილარი კლინტონი: 109 #არჩევნები2016 https://t.co/bzjjmcMKnX
— Anna Kalandadze (@annavoa) 9.11.2016