04:45
9.11.2016
„ესოშიეიტედ პრესის“ პროგნოზით, დასავლეთ ვირჯინიის შტატი დონალდ ტრამპმა მოიგო.
04:52
9.11.2016
„ესოშიეიტედ პრესის“ პროგნოზით, ჰილარი კლინტონმა ვერმონტის შტატი მოიგო.
04:58
9.11.2016
ფლორიდის შტატისკენაა ამ წუთას ყველას თვალი მიპყრობილი. ე.წ. მერყევ შტატში თავიდან დონალდ ტრამპი დაწინაურდა, შემდეგ კი ჰილარი კლინტონმა ასი ათასზე მეტი ხმით გაუსწრო. ამ ეტაპზე ხმების 72 პროცენტია დათვლილი.
05:12
9.11.2016
რიგი ბართან, შედეგების მოლოდინში #არჩევნები2016 https://t.co/EFUVWPcqqW
— Ani Chkhikvadze (@achkhikvadze) 9.11.2016