მაშინ როდესაც, ამერიკელი ამომრჩეველი არჩევნებზე მიდის, კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს არანაირი განზრახვა ამერიკის არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. „ამერიკელებს ჩვენს გარეშე ბევრი პრობლემები აქვთ“, - განაცხადა პესკოვმა.
თუმცა არჩევნებს წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან ჰაკერული შეტევა დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და Wikileak-ის მიერ კლინტონის ელექტრონული მიმოწერის გამოქვეყნება, რომელიც ამერიკის დაზვერვის თქმით, რუსული საიდუმლო სერვერებიდან განხორციელდა.
დონალდ ტრამპი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
ამერიკის არჩევნები რიცხვებში #არჩევნები2016 https://t.co/DGHkhwBZLx
— Ia Meurmishvili (@iameurmishvili) 8.11.2016
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არა რიგითი ამომრჩევლები, არამედ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს. კოლეგიაში სულ 538 ხმაა. არჩევნებში გასამარჯვებლად კანდიდატმა 270 ხმა უნდა მოაგროვოს.